Friday, May 25, 2012

მარტო შენ გხედავ გარკვევით,დანარჩენები ბუნდოვნად ჩანან...


გალაქტიონი...

    გალაქტიონი მუზად მეწვია 

იმ ღამით სახლში ვიყავი მარტო,
ფანჯრიდან ჩუმად ვარსკვლავებს ვთვლიდი
ვიდექი ჩემთვის ჩაფიქრებული და მანათობლის
მნათობი სხივი თვალებს საოცრად,ლამაზად მჩრიდა
გალაქტიონი მუზად მეწვია და მეც მომინდა ლექსის დაწრა.
გალაქტიონის ხმა ყურთ ჩამესმა,
როგორ კითხულობს მთაწმინდის მთვარეს...
ცაში ავხედე ამ გიგანთ მნათობს
მე მან  უეცრად თვალი ჩამიკრა...
და აჰა ხალხნო მიიღეთ ჩემგან ესოდენ ძღვენი,
მე სულ თქვენ გჩუქნით ამ აღმაფრენას!
იმ ღამით სახლში ვიყავი მარტო
ჩემთვის ვუმზერდი განაბულ მთვარეს.

25/05/2012

                   






































 მე დილით ისევ დავკრეფ ყვავილებს...

მე დილით ისევ დავკრეფ ყვავილებს,
თაიგულს შევკრავ,ლარნაკში ჩავდებ
შიგ წყალს ჩავუსხავ,მერე ვუმღერებ...

გამოვიღვიძებ მეორე დილით
და უშენობით დამჭკნარ ყვავილებს,
მივალ და ნაზად მოვეფერები.
დამენანება მათი გადაყრა
მე ხომ ისინი გულით ვაგროვე.

გამოიდარებს და მზე გამოვა,
ისევ იყვავებს მინდორში ვარდი.
მე ისევ წავალ დილით მინდორში
ისევ გულმოდგინედ დავკრეფ ყვავილებს...

და ასე ყოველ მეორე დილით
დამჭკნარ ყვავილებს ახლებით შევცვლი
უშენოდ როცა აგარ ვიქნები
აღარ დაჭკნება ჩემი ყვავილი.

მეორე დილით გამოღვიძებულს 
აღარ დამხვდება დამჭკნარი ვარდი,
მე მთელ ოთახებს შენით ავავსებ,
სულს სულ ყვავილებს გარს შემოვავლებ
ყველა ოთახში დავდგავ ლარნაკებს 
და შიგ ჩავაწყობ დიდ თაიგულებს

და მერე როცა გამოვიღვიძებ
მე ისევ წავალ ადრიან დილით
კიდევ დაგიკრეფ მინდვრის ყვავილებს...


























                           სიჩუმე
რა საოცრად მელოდიურია სიჩუმე,
დადუმებულან ხეები,ფოთლები,ღრუბლები
რა უსიცოცხლოა აქ ყველაფერი,
მზე არ ანათებს არსაიდან ჩანს...
  რა ეშველებათ ეხლა ამ ადგილებს?
  ასეთ სიჩუმეში მათ რა გააჩერებს.
  მე აქ მარტო ვარ,ვდგავარ ჭისკართან
  გამშტერებია თვალები,ისევ შენ გეძებ
  მგონია თითქოს სადღაც ახლოს ხარ,
  სადღაც აქვე ხარ და მე ვერ გხედავ.
დაგეძებ ყველგან ჩემო მნათობო
მინდა ეს გული შენით გავათბო,
დაგეძებ მინდა,რომ ბოროტს ვძლიო
და გავნათო შენით სიბნელე...
   ჩამომხმარ ხეებს,დამჭკნარ ყვავილებს
   მოღუშულ ზეცას რას ეტყვი ნეტა?
   მოდი,გამოჩნდი!ხომ ხედავ ბნელა,
   ჩემი სურვილი გავანდე უფალს,
   დაე აენთნონ ცაზე ვარსკვლავნი
   და ყველამ ერთად შენით ინათოს!
ცა მოიღრუბლა...ყველგან დაბნელდა
ამ სიბნელეში გზას მაინც ვხედავ
მოვალ,გიპოვი,მაინც მოგაგნებ
და გავანათებ შენით სამყაროს!  



Sunday, May 20, 2012

მოგესალმებით!ვაპირებ ჩემი ლექსები,ფრაზები,რაგაც მხატვრული ჩანაწერები გაგანდოთ და იმედიაა მოგეწონებათ...